კომპიუტერის გაწმენდა

კომპიუტერის გაწმენდა ხშირ შემთხვევაში ძალიან რთულ პროცესთან ასოცირდება, რადგან გვიწევს ვიმუშავოთ ძალიან ფაქიზად, რომ არცერთი დეტალი არ გამოგვრჩეს და თან არცერთი ნაწილი არ დაზიანდეს აღნიშნული პროცესისას.

ტექნიკას ძალიან ფრთხილი მოვლა ესაჭიროება, რადგან მუდმივი მისი არცერთი ნაწილი არ არის. აი მაგალითად რომ ავიღოთ ლეპტოპი, მისი გადახურებას ხშირ შემთხვევაში ზუსტად შიდა დამტვერვასთან მივყავართ, რომელიც უყურადღებობით არის გამოწვეული. ასეთ დროს აუცილებელი არის მისი გახსნა და გასუფთავება.

 

ლეპტოპების გაწმენდა

ლეპტოპების გაწმენდა ჩვეულებრივი პერსონალური კომპიუტერისგან განსხვავებით, უფრო შრომატევადი საქმე არის, რადგან ამ პატარა მოწყობილობაში ყოველი ნაწილი ერთმანეთთან ახლოს არის. აქედან გამომდინარე ლეპტოპების გაწმენდის პროცესი ძალიან ფრთხილი არის. თუ თქვენი ლეპტოპი გადახურებული არის, პროცესორის მუშაობის პროცესი უფრო ხმაურიანი და ის შედარებით ნელა მუშაობს, მაშინ ამის ერთერთი ძირითადი მიზეზი სწორედ მისი დაბინძურებაა. ამიტომაც, ჩვენი ხელოსნები მზად არიან თქვენს გამოძახებაზე მაქსიმუმ 1 საათის შიგნით გამოცხადდნენ საჭირო ადგილას და თქვენი ლეპტოპი გაწმინდონ სპეციალური ხსნარით, რომელიც არა მხოლოდ მტვერს იღებს, არამედ ამცირებს ნაწილების დაზიანების რისკს.

 

პერსონალური კომპიუტერის გაწმენდა

გამოიძახეთ ჩვენი ხელოსანი თბილისის მასშტაბით ნებისმიერ ადგილას. ის აღმოგიჩენთ თქვენთვის სასურველ დახმარებას, გახსნის თქვენი კომპიუტერის ქეისს და თითოეულ ნაწილს გაწმენდს მტვრისგან და დაბინძურებისგან. ჩვენ გვესმის დღესდღეობით რამდენად მნიშვნელოვანი არის კომპიუტერის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ მზად ვართ ჩვენი პროფესიონალიზმის დახმარებით გავწმინდოთ თქვენი კომპიუტერი და დავიცვათ ის მომავალი დაზიანებისგან. აგრეთვე აგარიდოთ სამომავლოდ უფრო მეტი ხარჯი, რაც უშუალოდ ნაწილების შეკეთებას შეეხება. თუ კომპიუტერის ნაწილი დაზიანდა ის გაცილებით უფრო ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე დროულად თქვენივე პერსონალური კომპიუტერის გაწმენდა, რაც ხანგრძლივ ვადაში აგარიდებთ თავიდან ზედმეტ ხარჯებს.

შეკვეთის ფორმა

Loading...
0ლარი
x