კომპიუტერის  შეკეთება

კომპიუტერის შეკეთება – აიტი ექსპრესი! გაგიფუჭდათ კომპიუტერი? აიტი ექსპრესი გთავაზობთ კომპიუტერის შეკეთების სერვისს!

არაფერი არის ხანდახან იმაზე გამაღიზიანებელი როდესაც თქვენი ტექნიკა არ მუშაობს გამართულად, დაზიანებული აქვს რაიმე ნაწილი და საკუთარი შესაძლებლობებით არ შეგიძლია შეკეთება. სწორედ ამიტომ აიტი ექსპრესის გამოცდილი ტექნიკოსოები მზად არიან შეაკეთონ თქვენი კომპიუტერის ნაწილები.

იმ შემთხვევაში თუ სითხე ჩაგესხათ კომპიუტერში, მაშინ სასწრაფოდ საჭიროა მისი გადარჩენა, რადგან არავინ იცის რომელი ნაწილები არის დაზიანებული შენს კომპიუტერში.  ასეთ დროს აუცილებელია მიმართოთ კომპიუტერის ხელოსანს, რომელიც მაღალკვალიფიცური და გამოცდილი არის.

ბევრი ხელოსანი, რომელიც აღნიშნულ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს თავის სტილში აკეთებს კომპიუტერებს. არის შემთხვევები როდესაც აიტი ექსპრესში მოუტანიათ სხვა ტექნიკოსის მიერ უკვე შეკეთებული კომპიუტერი, რომელიც ცოტა ხნის შემდეგ ისევ გაფუჭდა. ასეთ შემთხვევებში ყოფილა ახალი ნაწილების ხარისხის ნაკლებობის პრობლემა, ან არასწორად დამონტაჟებული ესა თუ ის ნაწილი. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ უმაღლესი ხარისხის პროდუტქი დავამონტაჟოთ კომპიუტერზე, რათა შემდგომი გართულებებისგან ტავი ავიცილოთ. თუ მოხდა ისე, რომ ისევ გაფუჭდა თქვენი კომპიუტერი მას შემდეგ რაც ჩვენთან გქონდათ მოტანილი ჩვენ მზად ვართ სრულიად უფასოდ გაგიწიოთ მომსახურება და აღმოვფხვრათ პრობლემა.

 

ლეპტოპის  შეკეთება

ჩვენთან ყველაზე ხშირი შემთხვევები ზუსტად ლეპტოპების დაზიანებული ნაწილები არის. ეს იქნება ვიზუალურად დამტვრეული კომპიუტერი თუ შიდა რომელიმე ნაწილი იქნება დაზიანებული, ჩვენი ხელოსნები შეგიკეთებენ თქვენს ლეპტოპს, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის.  ზოგადად დამტვრეული ნაწილების აღდგენა – შეკეთების პროცესი დიდ ძალისხმევასთან არის ასოცირებული, რადგან კომპიუტერის ხელოსანი სრულად შეისწავლის დაზიანებებს და მხოლოდ შემდეგ იწყებს მისი შეკეთების პროცესს. აღნიშნული სამუშაოს ჩატარებისას ხელოსანი იყენებს ბევრ ხელსაწყოს, რადგან ყოველ ნაწილს თავისი ხელსაწყო სჭირდება შეკეთებისას.

 

პერსონალური კომპიუტერის შეკეთება

პერსონალური კომპიუტერის შეკეთების სერვისი, ისევე როგორც ლეპტოპების, არის ძალიან კომპლექსური სამუშაო, რომელსაც გთავაზობთ აიტი ექსპრესი.

  1. ჩვენთან შეგიკეთებთ დაზიანებულ ან გადამწვარ ნაწილებს.
  2. გამოგიცვლით ძველ უვარგის ნაწილებს და მათ ადგილას ახალ ხარისხიან პროდუქტს დავამონტაჟებთ.
  3. ვიზრუნებთ იმაზე, რომ თქვენს კომპიუტერს დიდი ხნის მანძილზე არ შეექმნას ნაწილტან დაკავშირებული პრობლემა.
  4. ტექნიკური წუნის აღმოჩენის შემთხვევაში კი უფასოდ შეგიკეთებთ და გამოგიცვლით დაზიანებულ ნაწილს.

 

დაგვირეკეთ +995 599 02 80 02 ან მოგვწერეთ – info@itexpress.ge . შეგვატყობინეთ თქვენი პრობლემის შესახებ და ჩვენ მაქსიმალურად მცირე დროში აღმოვფხვრით თქვენს მას.

 

შეკვეთის ფორმა

Loading...
0ლარი
x